უჟანგავი ფოლადის ენის საწმენდი სამგზავრო ყუთით
აღწერა
ენის სკრაპერი არის მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური საშუალება პირის ღრუს ყოველდღიური ჰიგიენისთვის. ენის ზედაპირზე გროვდება ბაქტერიები და ნადები, რაც ხშირად უსიამოვნო სუნის გამომწვევია — მისი მოცილება კი მხოლოდ კბილის ჯაგრისით ბოლომდე ვერ ხერხდება.
ეს მოდელი დამზადებულია მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადისგან, რაც უზრუნველყოფს მის გამძლეობას და ჰიგიენურობას. არ იჟანგება, არ იწოვს სუნს და შეგვიძლია დიდი ხნის მანძლზე მშვიდად გამოვიყენოთ.
აქვს მიცემული სპეციალური ფორმა, რომ ენა ნაზად და ეფექტურად გაწმინდოს, დისკომფორტის გარეშე. რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს სუნთქვის გაუმჯობესებას და პირის სისუფთავის უკეთ შეგრძნებას.
გამოყენება ძალიან მარტივია — ვათავსებთ ენის უკანა ნაწილზე და ნაზად ჩამოვატარებთ წინ. პროცედურა რამდენიმე წამს გრძელდება, მაგრამ შედეგი მაშინვე იგრძნობა.
გამოყენების შემდეგ პირის ღრუში უბრალოდ ვივლებთ წყალს. სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია საპნით გარეცხვა — მასალა ამას სრულად უძლებს.